აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. შალვა ტაბატაძეს მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო მისი აკადემიური, კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისთვის. ის არის ედმუნდ მასკის პროგრამის სტიპენდიანტი. 2006 წელს მან მიიღო გამორჩეული მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი ჯილდო. განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის 2011 წელს იგი დაჯილდოვდა კენტის უნივერსიტეტის საუკეთესო კურსდამთავრებულის ჯილდოთი. 2013 წელს მან მიიღო საერთაშორისო და შედარებითი განათლების საერთაშორისო საზოგადოების ჯილდო განათლების რეფორმების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
შალვა ტაბატაძე არის 4 წიგნის, 7 მონოგრაფიის, 4 თარგმანის და 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მას აქვს განათლების საერთაშორისო კონსულტანტის რანგში მუშაობის გამოცდილება მოლდავეთში, უკრაინაში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში.